აბსტრაქტის წარდგენა
წარდგენის ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი 2026
ენა
აბსტრაქტი მომზადებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
შეფასება
წარდგენილ აბსტრაქტებს შეაფასებენ კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრები.
პუბლიკაცია
მიღებული აბსტრაქტების გამოქვეყნება დაგეგმილია კონფერენციის ელექტრონულ შრომებში / აბსტრაქტების კრებულში ISSN-ით.
რეგისტრირებულ მონაწილეებს აბსტრაქტის ატვირთვა შეუძლიათ პირადი ანგარიშიდან. სისტემა იღებს PDF, DOC და DOCX ფაილებს მაქსიმუმ 10 MB-მდე.
აბსტრაქტის მომზადების ინსტრუქცია
სათაური: TIMES NEW ROMAN, 12 PT, მუქი; სათაურის ყველა ასო — დიდი
სახელი გვარი
ჩემი ინსტიტუტი, ფაკულტეტი, დეპარტამენტი, ქალაქი, ქვეყანა.
საკვანძო სიტყვები: 4–5 სიტყვა.
ზოგადი მოთხოვნები:
- ყველა აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
- აბსტრაქტში წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალური კვლევა, ინოვაცია ან საგანმანათლებლო სტრატეგია.
ფორმატი:
- სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა: 400 სიტყვა.
- სათაური: მკაფიო, ლაკონიური და მუქი შრიფტით.
- ავტორები (არაუმეტეს 3 ავტორისა): სრული სახელები და ინსტიტუციური აფილაციები.
- მომხსენებელი ავტორის სახელი და გვარი უნდა იყოს ხაზგასმული.
- შრიფტი: Times New Roman, ზომა 12, ერთმაგი ინტერვალი.
- გრაფიკების, სურათებისა და ცხრილების გამოყენება დაუშვებელია.
- გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ აბსტრაქტი არ შეიცავს ორთოგრაფიულ, გრამატიკულ ან სამეცნიერო შეცდომებს.
