გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები — სიცოცხლის გადასარჩენად
12–14 ნოემბერი, 2026. მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა, კრიტიკული მედიცინის ინოვაციები, მულტიდისციპლინური თანამშრომლობა და საერთაშორისო პროფესიული გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის შესახებ
კონფერენცია ეძღვნება გადაუდებელ მედიცინასა და ინტენსიურ თერაპიაში თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და ინოვაციურ მიდგომებს, მულტიდისციპლინურ თანამშრომლობას, კვლევას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და საერთაშორისო პროფესიულ კავშირებს.
კლინიკური მიმართულება
გადაუდებელი მდგომარეობები, სეფსისი, სუნთქვის უკმარისობა, ნეიროკრიტიკული მედიცინა, ტრავმა, ტოქსიკოლოგია და პერიოპერაციული მართვა.
ინოვაცია
ხელოვნური ინტელექტი, თანამედროვე დიაგნოსტიკა, პაციენტის უსაფრთხოება და ციფრული ტრანსფორმაცია.
პროფესიული განვითარება
კონფერენცია აკრედიტებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ — სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.

